რძის წარმოების ტექნოლოგი
კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას რძის წარმოების ტექნოლოგის პოზიციაზე თბილისში.
"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის ხარშვის და ჩადედების პროცესის მართვა;
- პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება;
- ახალი პროდუქციის შექმნა;
- საერთაშორისო სტანდარტით და საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი ჰიგიენური ნორმების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- რძის გადამამუშავებელ წარმოებაში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა;
- დროის მენეჯმენტი;
- სისწრაფე;
- ორგანიზებულობა.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქ. #151
შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.