რანერი — რესტორანი ისტორია

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
რესტორანი ისტორია — ლოგო
რესტორანი ისტორია

რანერი

₾1300 იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

რესტორანი ისტორია არის ახალგახსნილი რესტორანი ქალაქის გულში და სთავაზობს სტუმრებს გამორჩეულ გემოს, მაღალ სტანდარტებსა და განსაკუთრებულ გარემოს. ვქმნით ადგილს, სადაც ხარისხი, კომფორტი და სტუმართმოყვარეობა ერთმანეთს ერწყმის. ამჟამად ვაგროვებთ პროფესიონალ და მოტივირებულ გუნდის წევრებს, რომლებიც ჩაერთვებიან ახალი პროექტის შექმნაში და დაგვეხმარებიან განსაკუთრებული გამოცდილების შეთავაზებაში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი

სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი სამუშაო დღე, დასვენება 2 დღე

ანაზღაურება: 1100₾-1300₾ ლარი (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მზა კერძების დროული და სწორი მიწოდება სამზარეულოდან დარბაზში
  • მიმტანებთან და სამზარეულოს პერსონალთან კოორდინაცია
  • კერძების ვიზუალური და რაოდენობრივი შესაბამისობის შემოწმება
  • სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
  • მომსახურების პროცესის დაჩქარება პიკის საათებში
  • სტუმრებისადმი თავაზიანი და პროფესიული დამოკიდებულება

აუცილებელი მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის (გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
  • სწრაფი და ორგანიზებული მუშაობის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი

ჩვენთან დაგხვდებათ:

  • მზარდი ანაზღაურება
  • სამედიცინო დაზღვევა
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
  • შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა
  • ასევე, გამოცდილების არქონის შემთხვევაში სტაჟირებისა და ადგილზე სწავლის შესაძლებლობები

ჩვენ მოგიძებნით სხვის ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა სხვის ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.