რადიოსარელეო მიმართულების ინჟინერი
"GC-Service" 2019 წლიდან, საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც სატელეკომუნიკაციო ოპერატორებისთვის სამშენებლო და ინფრასტრუქტურის მოვლის მომსახურებას უზრუნველყოფს.
ჩვენ სპეციალიზებული ვართ სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მონტაჟში, რათა სატელეკომუნიკაციო ოპერატორებისთვის საიმედო და ეფექტური ქსელის ფუნქციონირება უზრუნველვყოთ. ჩვენი კვალიფიციური გუნდი ინდუსტრიის სტანდარტებისა დაცვით, უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის სხვადასხვა კომპონენტების მაღალი ხარისხით მონტაჟს.
პოზიციის დასახელება: რადიოსარელეო მიმართულების ინჟინერი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი ფუნქციები:
- სარელეო კავშირის სისტემებისა და მოწყობილობების ინსტალაცია, კონფიგურაცია, გამართვა და ტექნიკური მომსახურება;
- რადიო, ანტენების, RF კომპონენტების, კაბელებისა და დაკავშირებული სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების ინსტალაცია;
- სარელეო სისტემების ტექნიკური მდგომარეობის დიაგნოსტიკა და ხარვეზების იდენტიფიცირება;
- ქსელში წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების დროული აღმოფხვრა და საჭიროების შემთხვევაში პრობლემის ესკალაცია;
- სარელეო კავშირის ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და სტაბილურობის მონიტორინგი;
- საჭიროების შემთხვევაში საქართველოს რეგიონებში მივლინებით გამგზავრება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა და ა/მანქანის მართვის გამოცდილება
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კორპორაციულ სატელეფონო ლიმიტს