რადიო ქსელის მომსახურების ინჟინერი- თელავი — სქაიტელი

სქაიტელი — ლოგო
სქაიტელი

რადიო ქსელის მომსახურების ინჟინერი- თელავი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას რადიო ქსელის მომსახურების ინჟინრის პოზიციაზე.

პირობები:

  • დასაქმების ადგილი: თელავი
  • დაქვემდებარება: რადიო ქსელის მომსახურების განყოფილების ხელმძღვანელი
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 08:00 სთ -16:00 სთ (1 სთ შესვენება), შაბათი: 08:00 - 14:00
  • ანაზღაურება: 1300 - 1500 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)

დამატებითი სარგებელი:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • FitPass (კორპ. პირობებით)
  • ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
  • კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება

ფუნქცია - მოვალეობები:

  • საბაზო სადგურების მომსახურება, წესრიგში მოყვანა, გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • დაზიანების შემთხვევაში, საბაზო სადგურებზე დროული მისვლა;
  • დაზიანების შემთხვევაში, მიზეზის პოვნა, ანალიზი და მისი აღმოფხვრა;
  • ქსელში აღმოჩენილი პრობლემების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება და გადაჭრის გზების განსაზღვრაში ჩართულობა
  • სადგურზე ელ. ენერგიის მიწოდების შეფერხებისას სადგურის ელ. მომარაგება მობილური გენერატორის საშუალებით;
  • სადგურებზე ვიზიტისას მათი დასურათება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დადგენილი წესით მიწოდება;
  • საბაზო სადგურების გაგრილების სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • კვების სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, პერიოდული ტესტირება;
  • გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება;
  • საბაზო სადგურებზე ახალი აპარატურის მონტაჟი, კონფიგურაცია, ქსელში ინტეგრირება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველი უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის მიმართულებით;
  • იგივე, ან მსგავსს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია გამოცდილება ქსელის მომსახურების კუთხით;
  • რადიო - სარელეო სისტემის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

უნარები/შესაძლებლობები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიზის უნარი;
  • გუნდური მუშაობა;

პიროვნული მახასიათებლები:

  • ინიციატივიანი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა და ორგანიზებული.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.