რადიო ქსელის გეგმური სამონტაჟო სამუშაოების განყ.-ის ინჟინერი
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.
შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას რადიო ქსელის გეგმური სამონტაჟო სამუშაოების განყოფილების ინჟინრის პოზიციაზე.
დასაქმების ადგილი: თბილისი
დაქვემდებარება: რადიო ქსელის გეგმური სამონტაჟო სამუშაოების განყოფილების ხელმძღვანელი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ (1 სთ შესვენება), შაბათი: 10:00 - 15:00
ანაზღაურება: 1500 - 2000 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)
დამატებითი სარგებელი:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- FitPass (კორპ. პირობებით)
- ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
- კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება
ფუნქცია-მოვალეობები:
- რადიო-სარელეო ხაზის მონტაჟი/დემონტაჟი/ინტეგრაცია;
- საბაზო სადგურის სექტორის მონტაჟი/დემონტაჟი/ინტეგრაცია (ანტენა+აპარატურა);
- საბაზო სადგურზე დამიწების სისტემის მოწყობა;
- გარე გამოყენების ყუთის მონტაჟი/დემონტაჟი/შეცვლა;
- კვების სისტემის მონტაჟი/დემონტაჟი/შეცვლა;
- ელექტრო ენერგიის ალტერნატიული წყაროების (მზის პანელი+ქარის გენერატორი) მონტაჟი/დემონტაჟი/შეცვლა;
- საბაზო სადგურების შემოწმება/ინვენტარიზაცია, შემოწმებისას ადვილად აღმოფხვრადი ხარვეზების გამოსწორება;
- ქსელში აღმოჩენილი პრობლემების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- სადგურებზე ვიზიტისას მათი დასურათება და მათი ატვირთვა ბაზაში;
- გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება;
- რეგიონული ჯგუფების დახმარება მასშტაბური სამუშაოების შესრულებისას;
- სამსახურებრივ ელ.ფოსტაზე მიღებული წერილების ანალიზი და მათზე დროული რეაგირება;
- კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველი უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის მიმართულებით;
- იგივე, ან მსგავსს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია გამოცდილება ქსელის მომსახურების კუთხით;
- რადიო - სარელეო სისტემის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
უნარები/შესაძლებლობები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიზის უნარი;
- გუნდური მუშაობა;
პიროვნული მახასიათებლები:
- ინიციატივიანი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა და ორგანიზებული.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.