ყასაბი- ფოთი
"კარფური" ფრანქული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფურის" უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.
"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური)" გთავაზობთ დასაქმებისა და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიებს ყასბის პოზიციაზე ფოთში.
სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის, დაინტერესებულ და მოტივირებულ კანდიდატებს კომპანია შესაძლებლობას აძლევს ადგილზე დაეუფლონ ახალ პროფესიას.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
- სხვადასხვა სახეობის ხორცის დამუშავება, დაჭრა და დახლზე განსათავსებლად მომზადება;
- ხორცისგან სხვადასხვა სახის მზა პროდუქციის მომზადება;
- პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;
- დაფასოებულ პროდუქციაზე საფასო იარლიყების კონტროლი;
- დახლებზე საჭირო რაოდენობის პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა, ხარისხის და ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვა;
- კლიენტთა მომსახურების კარგი უნარ-ჩვევები;
- შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ქართული ენის ცოდნა;
- კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი;
- მზადყოფნა იმუშაოს დაბალი ტემპერატურის პირობებში.
ჩვენ გთავაზობთ:
- სექტორში ყველაზე მაღალი ანაზღაურება
- კვარტალური ბონუსი
- 10% ფასდაკლება ნებისმიერ შენაძენზე კარფურში
- 20% ფასდაკლება კვებაზე
- უპროცენტო შიდა განვადება ტექნიკაზე
- ჯანმრთელობის საოჯახო დაზღვევა
- თქვენზე მორგებული გრაფიკი
- სწრაფი დაწინაურების შესაძლებლობა
შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!