ყასაბი — აგროჰაბი

აგროჰაბი — ლოგო
აგროჰაბი

ყასაბი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "აგროჰაბი" ახალი აცხადებს ვაკანსიას ყასბის პოზიციაზე თბილისში.

"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

  • შესაბამისი ხორცის პირველადი დამუშავება;
  • ნედლეულის დაჭრა, დახლზე განსათავსებლად მომზადება;
  • პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ენერგიულობა;
  • სისწრაფე

შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

კანდიდატის შერჩევის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებული მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში CV დამატებით შეიძლება შენახულ იქნეს 1 (ერთი) წლის ვადით სამომავლო ვაკანსიებზე განხილვის მიზნით.