ყასაბი — თურსა

თურსა

ყასაბი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: ხორცის განყოფილების კონსულტანტი/ყასაბის დამხმარე

მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116.

ძირითადი მოვალეობები:

  • შესაბამისი ხორცის პირველადი დამუშავება;
  • ხორცპროდუქტების დამუშავება, დაჭრა და დახლზე განსათავსებლად მომზადება;
  • დახლებზე საჭირო რაოდენობის პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა, ხარისხის და ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით;
  • ხორცპროდუქტების იერსახის, შენახვის პირობების და ვადების კონტროლი;
  • სამუშაო სივრცეში ჰიგიენური ნორმების და წესების დაცვა, ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება;
  • ხორცპროდუქტების შენახვისა და დამუშავების სტანდარტების ცოდნა;
  • ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის სტანდარტების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა;
  • სისწრაფე, ენერგიულობა;
  • შესაძლებელია საქმის ადგილზე შესწავლა.

სამუშაო გრაფიკი: 10:00-23:00 სთ კვირაში 6 დღე

ანაზღაურება: 1100ლ -2200 ლ

ბენეფიტები: + ჯანმრთელობის დაზღვევა და მეცამეტე ხელფასი.

კომპანიის შესახებ:

შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.