QA ინჟინერი — Ilaria

Ilaria — ლოგო
Ilaria

QA ინჟინერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია "ILARIA" ეძებს QA ინჟინერს პარტნიორი კომპანიისთვის:

სამუშაო ფორმატი: სრული, on-site

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ვეძებთ QA ინჟინერს / ტესტერს, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამული სისტემების ხარისხის კონტროლს, ახალი ფუნქციონალის ტესტირებასა და ხარვეზების დროულ იდენტიფიცირებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ახალი ფუნქციონალისა და განხორციელებული ცვლილებების მანუალური ტესტირება;
  • სატესტო სცენარებისა და ჩეკლისტების მომზადება და განახლება;
  • რეგრესიული ტესტირების ჩატარება სისტემის რელიზებამდე;
  • REST API-ების ტესტირება და შედეგების გადამოწმება;
  • სხვადასხვა მომხმარებლის როლისა და წვდომის უფლებების შემოწმება;
  • აღმოჩენილი ხარვეზების აღწერა, დოკუმენტირება და მათი გამოსწორების ვერიფიკაცია;
  • დეველოპერებთან თანამშრომლობა პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  • ფუნქციური და რეგრესიული ტესტირების მეთოდების ცოდნა;
  • REST API-ების ტესტირების პრაქტიკული გამოცდილება;
  • SQL-ის საბაზისო ცოდნა;
  • ხარვეზების მკაფიოდ და სტრუქტურირებულად აღწერის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი უპირატესობები:

  • ავტომატური ტესტირების გამოცდილება;
  • Bug-tracking სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საბაჟო, ლოჯისტიკის ან ფინანსურ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე:

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ