პურის მცხობელი- ქუთაისი
გახდი ჩვენი ოჯახის ახალი წევრი.
კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ექსტრამითი" თანამედრობე დონეზე აღჭურვილი ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოა. 2020 წელს კომპანია "ექსტრამითს " დაემატა კიდევ ერთი ახალი მიმართულება - სწრაფი კვების ქსელი "ექსტრამითის პავილიონი".
კომპანია "ექსტრამითი" აცხადებს ვაკანსიას პურის მცხობლის პოზიციაზე.
გამოცდილება: სასურველია
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ გუნდს;
- ერთჯერად კვებას;
- სამედიცინო დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით;
- Fitpass-ის კლუბის წევრობას დასაქმებულზე და მის ოჯახის წევრებზე.
- შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი 24 დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით და 5 დღიანი DAYOFF-ით
პოზიციის მდებარეობა: ქ. ქუთაისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N 124.
სამუშაო განაკვეთი: მოქნილი
ანაზღაურება: 1300 ლარი
კანდიდატის შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
კომპანია "ექსტრამით"-ში თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან იქნას შეგროვებული და დამუშავებული თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
კომპანია "ექსტრამითი" გისურვებთ წარმატებას.