პროცესინგის მხარდაჭერის სპეციალისტი — ბანკი ქართუ

ბანკი ქართუ — ლოგო
ბანკი ქართუ

პროცესინგის მხარდაჭერის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას პროცესინგის მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე.

დეპარტამენტი: საპროცესინგო ცენტრი

განყოფილება: IT ოპერაციების განყოფილება

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი

ფუნქციები და მოვალეობები:

  • საბარათე და ელექტრონული ტრანზაქციების მიმდინარეობაზე დაკვირვება;
  • პროცესინგის სისტემაში წარმოქმნილი შეფერხებების დროული აღმოჩენა და რეაგირება;
  • მომხმარებლებისა და პარტნიორების კონსულტირება ტრანზაქციებთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე;
  • ყოველდღიური ოპერაციული ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
  • ბაზებში ინფორმაციის გადამოწმება და სისტემური პარამეტრების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

  • 1 წლიანი გამოცდილება ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით
  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო-საფინანსო სექტორში
  • უმაღლესი განათლების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ან მათემატიკის მიმართულებით
  • ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (ტექნიკური დოკუმენტაციის წასაკითხად).

სასურველი:

  • SQL, PL/SQL და T-SQL საბაზისო დონეზე ცოდნა

უნარები და თვისებები:

სავალდებულო:

  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

სასურველი:

  • ინიციატივიანობა, კრეატიულობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე.