პრომოუტერი — ჰიპერმარკეტი Domino

ჰიპერმარკეტი Domino — ლოგო
ჰიპერმარკეტი Domino

პრომოუტერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურეობის გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
  • კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
  • მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
  • საქონლის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება;
  • დახლებზე და თაროებზე პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;
  • დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი, პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სავალდებულოა უცხო ენის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა; - 40 საათიანი სამუშაო კვირა;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი ჯამში 1400 ლარი
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო).
  • FitPass;
  • კვება;
  • უფასო ტრანსპორტირება;