პრომო-მერჩენდაიზერი
ღვინის მწარმოებელი კომპანია თბილღვინო აცხადებს ვაკანსიას პრომო-მერჩენდაიზერის პოზიციაზე თბილისში.
ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 1
სამუშაო აღწერილობა:
- მაღაზიაში არსებული ღვინის თაროს მოწესრიგება
- შეკვეთების დახვედრა და სარეალიზაციო თაროზე განთავსება
- პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის რაოდენობისა და ნაშთების მონიტორინგი/აღრიცხვა
- სააქციო პროდუქციის მომხმარებლებისთვის წარდგენა
- პროდუქტებზე დეგუსტაციების ჩატარება და შეთავაზება.
სამუშაო გრაფიკი - 12:00-20:00, 5 ან 6 სამუშაო დღე, 1 ან 2 დასვენების დღე
სამუშაო ადგილი - სითი მოლი, გუდვილი
სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
"თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.
"თბილღვინოს" ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.
"თბილღვინოს" გაშენებული ვენახების ფართობმა 402 ჰექტარს მიაღწია. ვენახებში გაშენებულია საფერავის ჯიშის ყურძენი და მდებარეობს ქინძმარაულისა და მუკუზნის მიკროზონებში. ჯამში, კახეთის რეგიონში, "თბილღვინოს" ვენახებში 350-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი.