პროექტის მენეჯერის ასისტენტი — ბლექ სი გრუპი

ბლექ სი გრუპი — ლოგო
ბლექ სი გრუპი

პროექტის მენეჯერის ასისტენტი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "კომპანია ბლექ სი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი

სფერო: ინფრასტრუქტურული პროექტები

სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანიის შესახებ

ჩვენი კომპანია, როგორც გენერალური კონტრაქტორი ასრულებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. 2005 წლიდან დღემდე კომპანიას წარმატებით შესრულებული აქვს მრავალი ფართო მასშტაბიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში.

კომპანიის ბიზნეს მიმართულებებში შედის: გზების და ხიდების, აეროდრომების, ენერგო ობიექტების, საზღვაო ობიექტების, სამთო საბაგიროების და შერეული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

პროექტების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე ვეძებთ პროექტის მენეჯერის ასისტენტს, რომელიც დაეხმარება პროექტის მართვის გუნდს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით შესრულებაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროექტის მენეჯერისთვის დახმარების გაწება პროექტების დაგეგმარებაში, კოორდინაციაში და აღსრულებაში.
  • ყოველდღიური და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება.
  • პროექტის გრაფიკის მონიტორინგი.
  • შეკვეთების მომზადება მასალებისა და მომსახურების შესყიდვისთვის.
  • პროექტის ნახაზების და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის კოორდინაცია.
  • ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოების აქტის მომზადება.
  • ანალიტიკური ანგარიშების მომზადება პროექტის გუნდისთვის.

განათლება და კვალიფიკაცია:

  • ბაკალავრის ხარისხი სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით ან ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი აღნიშნული მიმართულებებით.
  • უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო სფეროში მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატს, თუმცა განიხილებიან მოტივირებული სტუდენტები და დამწყები სპეციალისტებიც.
  • ძლიერი ინტერესი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაში.

კომპიუტერული უნარები:

  • Microsoft offices - სამუშაო დონეზე.
  • MS Project - სამუშაო დონეზე.
  • AutoCAD - გამოყენების დონეზე.

ენები:

  • ქართული ენა - თავისუფლად.
  • ინგლისური ენა - თავისუფლად.

პირადი უნარები:

  • ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარი
  • ცვალებად სამშენებლო გარემოში მუშაობის უნარი
  • დეტალებისადმი ყურადღების უნარი
  • ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
  • სწრაფად სწავლისა და ინიციატივის გამოხატვის უნარი

რას გთავაზობთ:

  • საშუალება იმუშაოთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე
  • პროფესიული განვითარება წამყვან სამშენებლო კომპანიაში
  • საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესწავლა
  • თანამედროვე პროექტის მართვის პრინციპების შესწავლა
  • კარიერული ზრდა, როგორც მომავალი პროფესიონალი პროექტის მენეჯერი
  • ხელფასი: 1500 - 2500 ლარი ხელზე

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.