პროექტის მენეჯერი — დომუს დეველოპმენტი

დომუს დეველოპმენტი — ლოგო
დომუს დეველოპმენტი

პროექტის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Domus Development ეძებს პროექტის მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მრავალბინიანი საცხოვრებელი და კომერციული სამშენებლო პროექტების ეფექტიან მართვაზე პროექტის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. პოზიციის მთავარი მიზანია პროექტის განხორციელების უზრუნველყოფა განსაზღვრული ვადების, ბიუჯეტის, ხარისხისა და უსაფრთხოების მოთხოვნების სრული დაცვით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 31 ივლისი.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • პროექტის სრული ციკლის დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი.
  • სამშენებლო სამუშაოების პროგრესის მონიტორინგი და პროექტის გეგმის შესაბამისად განხორციელების უზრუნველყოფა.
  • პროექტში ჩართული კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორების, საპროექტო და შიდა გუნდების ეფექტიანი კოორდინაცია.
  • პროექტის ბიუჯეტის, ვადებისა და რესურსების მართვა, რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა.
  • შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის უზრუნველყოფა დამტკიცებულ პროექტთან, ტექნიკურ სპეციფიკაციებთან, მოქმედ ნორმებსა და ხელშეკრულების პირობებთან.
  • შესყიდვებისა და კონტრაქტების პროცესში მონაწილეობა, კონტრაქტორების საქმიანობის მონიტორინგი და შესრულებული სამუშაოების შეფასება.
  • პროექტის ფინანსური პროგრესის კონტროლი, შესრულებული სამუშაოების დადასტურება და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება.
  • ხარისხისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა პროექტის ყველა ეტაპზე.
  • პროექტის სტატუსის, ძირითადი რისკებისა და მიღწეული შედეგების შესახებ რეგულარული ანგარიშგების მომზადება.
  • პროექტის დასრულების პროცესის მართვა, მიღება-ჩაბარების, დეფექტების აღმოფხვრისა და საბოლოო დოკუმენტაციის კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამოქალაქო ინჟინერიის, სამშენებლო მენეჯმენტის ან შესაბამისი მიმართულებით.
  • სამშენებლო პროექტების მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.
  • მრავალბინიანი საცხოვრებელი ან კომერციული პროექტების მართვის პრაქტიკული გამოცდილება.
  • პროექტების მართვის პროგრამების (MS Project ან ანალოგიური) პრაქტიკული ცოდნა.
  • სამშენებლო კანონმდებლობის, ტექნიკური ნორმებისა და პროექტის მართვის თანამედროვე პრინციპების ცოდნა.
  • ძლიერი ლიდერული, ორგანიზაციული, მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები.
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა.
  • PMP ან სხვა საერთაშორისო პროექტის მართვის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად.

Domus Group კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მონაცემები გამოიყენება მხოლოდ შერჩევის პროცესის მიზნით და ინახება კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით. კანდიდატს უფლება აქვს: მოითხოვოს ინფორმაცია Domus-ის მიერ დამუშავებული საკუთარი პერსონალური მონაცემების შესახებ, მოითხოვოს მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.