პროექტის ადმინისტრატორი- აბასთუმანი
შპს "კომპანია ბლექ სი გრუპი" აბასთუმანში ახალი, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით ეძებს პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ კადრს პროექტის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: აბასთუმანი
სფერო: ინფრასტრუქტურული პროექტები
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
- სამშენებლო ობიექტზე მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა პირველადი დოკუმენტაციის შედგენა, აღრიცხვა და მოწესრიგება;
- დასაქმებული პერსონალის საყოფაცხოვრებო და ლოგისტიკური საკითხების მოგვარებაში მონაწილეობა;
- საოფისე მასალების, საკანცელარიო და საჭირო ინვენტარის მარაგების კონტროლი;
- სათაო ოფისთან მუდმივი კოორდინაცია და საჭირო დოკუმენტაციის დროული მიმოცვლის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დოკუმენტაციასთან მუშაობის პრაქტიკული უნარები;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამუშაო დონეზე კარგად ცოდნა;
- ორგანიზებულობა, დეტალებისადმი ყურადღება და სამუშაო დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- მსგავს პოზიციაზე ან სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- დეტალებისადმი მაღალი ყურადღება და საქმისადმი პროფესიული მიდგომა;
- გუნდური მუშაობისა და კოლეგებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ:
- სამუშაო გამოცდილების მიღებას მასშტაბურ და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტზე;
- მეგობრულ, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას (კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად).