პროექტების უმცროსი მენეჯერი — თავისუფალი უნივერსიტეტი

თავისუფალი უნივერსიტეტი — ლოგო
თავისუფალი უნივერსიტეტი

პროექტების უმცროსი მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ვაკანსია "თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების" სტუდენტებთან და აბიტურიენტებთან ურთიერთობის სამსახურში პროექტების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭებათ ახალ კურსდამთავრებულებს)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა

ძირითადი მოვალეობები მოიცავს სტუდენტებთან ურთიერთობის ოფისის საქმიანობაში ჩართვას შემდეგი მიმართულებებით:

  • სტუდენტებთან კომუნიკაცია
  • მობილობის პროცესში ჩართულობა
  • პირველკურსელების მიღებისა და რეგისტრაციის პროცესში ჩართულობა
  • აკადემიური პროცესების ორგანიზებაში ჩართულობა
  • სტუდენტური სერვისების მიწოდება და ორგანიზება
  • კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის პროცესში ჩართულობა
  • სტუდენტური პრაქტიკების ორგანიზებაში ჩართულობა
პიროვნული თვისებები:
  • მართვის და ორგანიზების უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • კომუნიკაბელური
  • კონფიდენციალურობის დაცვა
  • სწრაფად ათვისების უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დროის ეფექტურად განაწილების და გუნდური მუშაობის უნარი
  • კრიტიკული აზროვნების უნარი

საჭირო დოკუმენტაცია: СV და სამოტივაციო წერილი

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის მიხედვით, მეორე ეტაპზე ჩატარდება ტესტირება ინგლისურსა და ზოგად უნარებში, მესამე ეტაპზე - გასაუბრება.

ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 26 ივნისი.

მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 240, კახა ბენდუქიძის კამპუსი