პროექტების მენეჯერი / დეველოპერი — მრავალპროფილური ჰოლდინგი

მრავალპროფილური ჰოლდინგი

პროექტების მენეჯერი / დეველოპერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მრავალპროფილური ჰოლდინგი, რომელიც ახორციელებს მასშტაბურ სამშენებლო და საინვესტიციო პროექტებს ეძებს გამოცდილ და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროექტების მენეჯერს / დეველოპერს, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო პროექტების სრულ ციკლს - იდეის ფორმირებიდან და დაგეგმვიდან პროექტის წარმატებით დასრულებამდე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მრავალფუნქციური და მაღალი ღირებულების სამშენებლო პროექტების მართვა;
  • პროექტის კონცეფციის, განვითარების სტრატეგიისა და განხორციელების გეგმის შემუშავება;
  • პროექტის ბიუჯეტის, ვადებისა და რესურსების დაგეგმვა და კონტროლი;
  • არქიტექტორებთან, ინჟინრებთან, კონსულტანტებთან და კონტრაქტორებთან სრული კოორდინაცია;
  • სამშენებლო პროცესის მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი;
  • რისკების იდენტიფიცირება და მართვა;
  • პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება;
  • პროექტის ფინანსური ეფექტიანობისა და საინვესტიციო მაჩვენებლების შეფასება;
  • კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული დავალებების დროული და ეფექტური შესრულება;
  • პროექტების მიმდინარეობის, მიღწეული შედეგებისა და არსებული გამოწვევების შესახებ პერიოდული ანგარიშების (რეპორტინგის) მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელობისთვის;
  • ხელმძღვანელობასთან მუდმივი კომუნიკაცია და პროექტებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების ოპერატიული ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო, არქიტექტურულ, ბიზნეს ადმინისტრირების ან შესაბამის სფეროში;
  • სამშენებლო და დეველოპერული პროექტების მართვის მინიმუმ 5-7 წლიანი გამოცდილება;
  • დიდი მასშტაბის პროექტების წარმატებით განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება;
  • პროექტების მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიების ცოდნა;
  • სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების კარგი ცოდნა;
  • ბიუჯეტირების, ფინანსური დაგეგმვისა და კონტროლის გამოცდილება;
  • მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
  • ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ცოდნა;
  • MS Office-ისა და პროექტების მართვის პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობას;
  • პროფესიონალურ და დინამიურ სამუშაო გარემოს.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.