პროექტების მენეჯერი
სარემონტო კომპანია რინოქსი აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.თუ გაქვთ გამოცდილება სარემონტო სფეროში, ან თვლით, რომ შეძლებთ გაუძღვეთ ისეთ კომპლექსურ სამუშაოებს, როგორიც არის სარემონტო მომსახურება, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.
ჩვენ გთავაზობთ:
- დასაქმებას გამოცდილ, ორგანიზებულ სტრუქტურაში
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- მზარდ ხელფასს და ბონუსებს
- საქმიანობის შესწავლას
- ბაზრის გაცნობას
- ტრანსპორტითა და საწვავით უზრუნველყოფას
მოვალეობები:
- სარემონტო სამუშაოების ორგანიზება და მართვა
- მომხმარებელთან კომუნიკაცია
- სარემონტო საქმიანობის მენეჯმენტი
მოთხოვნები:
- პუნქტუალურობა
- სტრესთან გამკლავების უნარი
- არასტანდარტული აზროვნება
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი
- გამოცდილება სარემონტო ან/და სამშენებლო სფეროში ჩაითვლება პრიორიტეტად
ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი 1 თვე.
ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი