პროექტების დირექტორი — ტემპო

ტემპო — ლოგო
ტემპო

პროექტების დირექტორი

შეთანხმებით ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

Tempo Holding – სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ხარისხიან მშენებლობასა და პასუხისმგებლიან მიდგომას ქალაქის განვითარებაში.ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი კლასის საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც პასუხობს არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ სამომავლო მოთხოვნებსაც.ჰოლდინგის ქონსთრაქშენ კომპანიისთვის ცხადდება ვაკანსია პროექტების დირექტორის პოზიციაზე.ვეძებთ მოტივირებულ, შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.

ძირითადი მოვალეობები:

  • გუნდის დაკომპლექტება და მართვა,
  • საოპერაციო მართვა, მათ შორის პროცესების და სისტემების იმპლემენტაცია და გამოყენება;
  • შრომის უსაფრთხოების პროცესის მართვა;
  • პროექტის ვადებში შესრულება,
  • ხარისხის უზრუნველყოფა და დაცვა,
  • ბიუჯეტთან შესაბამისობის დაცვა,
  • პროექტის მიმდინარეობის შესახებ დირექტორთა საბჭოსთვის ანგარიშგების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამშენებლო სფეროში მენეჯერულ/მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • სამშენებლო პროცესების და ტექნიკური დოკუმენტაციის კარგი ცოდნა
  • ორგანიზებისა და დროის მართვის ძლიერი უნარი
  • გუნდების მართვის გამოცდილება
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ყურადღება
  • პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი
  • ტექნიკური პროგრამების ცოდნა