პროექტ მენეჯერი — Setanta Bet

Setanta Bet — ლოგო
Setanta Bet

პროექტ მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Setanta Bet" აცხადებს ვაკანსიას პროექტ მენეჯერის თანამდებობაზე.

ლოკაცია: თბილისი (სასტუმრო "სტამბა" კოსტავა #14)

სამუშაო ფორმატი: ოფისიდან (კვირაში 1 დღე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობით)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროექტების დაგეგმვა, მართვა და კონტროლი იდეიდან სრულ რეალიზაციამდე;
  • სხვადასხვა დეპარტამენტთან (IT, პროდუქტი, მარკეტინგი, იურიდიული, ოპერაციები) ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია;
  • მესამე პირებთან ინტეგრაციის პროექტების მართვა (გადახდები, გეიმინგ პროვაიდერები და სხვა);
  • პროექტების ვადების, ბიუჯეტისა და რესურსების მართვა;
  • ახალი ბიზნეს და ტექნოლოგიური ინიციატივების განხორციელების მხარდაჭერა;
  • პროექტის რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების მიღება;
  • პროგრესის მონიტორინგი და რეგულარული რეპორტინგი მენეჯმენტისთვის;
  • პროექტების დოკუმენტაციის მომზადება და განახლება;
  • პროცესების გაუმჯობესების ინიცირება და ოპტიმიზაცია.

კომპეტენციები და უნარები:

  • პროექტ მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
  • პროექტების მართვის მეთოდოლოგიების ცოდნა (Agile, Scrum, Waterfall და სხვ);
  • ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
  • რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვის უნარი;
  • პრობლემების ანალიზისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე.