პროექტ მენეჯერი — დეტრა ჯგუფი

დეტრა ჯგუფი — ლოგო
დეტრა ჯგუფი

პროექტ მენეჯერი

₾3500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"დეტრა 2018" წლიდან ოფიციალურად ოპერირებს ბაზარზე და გთავაზობთ სრულ საინჟინრო, საპროექტო და საინსტალაციო, MEP (წყალმომარაგება, ხანძარქრობა, გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, ელექტროობა) პროექტირებას, აგრეგატების მიწოდებას, მონტაჟსა და საინჟინრო სისტემების სრული მომსახურებით უზრუნველყოფას.

ვაცხადებთ ვაკანსიას პროექტ მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქ.;

განაკვეთი: სრული;

ძირითადი მოვალეობები:

  • მობილიზაციის ვადაში პროექტის პორტფელის შექმნა და საჭირო დოკუმენტაციის, მათ შორის ანგარიშების თავმოყრა;
  • სამუშაო-გეგმა გრაფიკის შედგენა შესყიდვების და ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად;
  • შესყიდვების გრაფიკის ჩამოყალიბება შესყიდვების მენეჯერთან ერთად, მუდმივი განახლება, შეთანხმებების დაცვა და კონტროლი;
  • სამუშაოს ფინანსური გრაფიკის შედგენა და მუდმივი ანგარიშგება ფინანსურ მენეჯერთან;
  • ტექნიკურ დეპარტამენტთან და შესყიდვებთან ერთად ტექნიკური პერსონალის მობილიზაცია, მათ შორის საიტის მონახულება და შესაბამისი ნაბიჯების დაგეგმვა;
  • გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების მენეჯერის რეკომენდაციების გათვალისწინებით სამუშაოების დაწყება;
  • შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური ანგარიშგების მიღება საიტ მენეჯერისგან და მონიტორინგი/კონტროლი;
  • საიტ მენეჯერის მიერ გამოგზავნილი შეკვეთების ნამდვილობის დადასტურება;
  • ფორმა ორის მომზადება საიტ მენეჯერისგან მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, საჭიროებისამებრ;
  • დამკვეთის მიერ დადასტურებული ფორმა ორის მიხედვით მიღება-ჩაბარების აქტის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, პოზიციის შესაბამისი მიმართულებით (პრიორიტეტულია ტექნიკური განათლება);
  • ხელშეკრულებებსა და ფორმა 2-ზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • MEP პროექტების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება: 2 წელი და მეტი;
  • დასაქმებულს აუცილებელია ჰქონდეს ტექნიკური უნარები;

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურებას: 3 500 ლარიდან (გამოცდილების შესაბამისად);
  • საწვავს, რომელიც საჭიროა პროექტებზე ვიზიტებისთვის;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • პროფესიული, კონკრეტულად თანამშრომელზე მორგებული ტრენინგების დაფინანსებას;