პროექტ მენეჯერი — ფიქს პრაისი

ფიქს პრაისი — ლოგო
ფიქს პრაისი

პროექტ მენეჯერი

₾2000 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“ 10 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებელს სთავაზობს შერეული სახის პროდუქციას, როგორც საკვებს, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიას, საოჯახო დეკორს, ტექსტილს და ა.შ .

დღეისათვის კომპანია ფლობს 10 ფილიალს ქ.თბილისში, ქ.რუსთავსა და ქ. ბათუმში. ქსელი განაგრძობს გაფართოვებას, ასევე სხვადასხვა ქალაქებში ფილიალების გახსნას.

მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“ აცხადებს ვაკანსიას პროექტ მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

გვესაჭიროება: პასუხისმგებლიანი, გონიერი, სწრაფი, ენერგიული და გაწონასწორებული გუნდის წევრი.

ფუნქცია მოვალეობები:

  • FIX PRICE Georgia-ს მაღაზიათა ქსელში ონლაინ გაყიდვების სრული პროექტის მენეჯმენტი;
  • პროექტის დაწყების კოორდინაცია მომზადების ეტაპიდან სრულფასოვან მუშაობამდე ქსელის ყველა მაღაზიაში.
  • პროდუქტის ბარათების მომზადება, შევსება და განახლება ქართულ ენაზე.;
  • პროდუქციის აღწერილობების, ფასების, ფოტოების, კატეგორიებისა და მახასიათებლების სიზუსტის შემოწმება.;
  • რითეილ პროგრამებში მუშაობა;
  • მონაცემების ატვირთვა და ჩამოტვირთვა;
  • ნაშთების კონტროლი;
  • ფასების სისწორის შემოწმება;
  • პროდუქციის ასორტიმენტთან მუშაობა;
  • ურთიერთქმედება პროდუქტის ბაზასთან.
  • ონლაინ გაყიდვების გუნდთან ურთიერთობა კავშირის, კონფიგურირების და მაღაზიის მხარდაჭერის საკითხებზე.;
  • კომუნიკაცია კომპანიის შიდა განყოფილებებთან: მარკეტინგი, IT, შესყიდვები, ოპერაციების განყოფილება, მაღაზიები.;
  • თითოეული მაღაზიისთვის გაშვების ვადებისა და დავალებების შესრულების მონიტორინგი.;
  • პროექტის ეტაპობრივი მასშტაბირება მთელ მაღაზიათა ქსელში;
  • მიწოდების შესრულების მონიტორინგი გაშვების შემდეგ:
  • ასორტიმენტის კონტროლი;
  • საქონლის ხელმისაწვდომობა;
  • საქონლის ასახვის სისწორე;
  • შეცდომების კონტროლი და მათი სწრაფი აღმოფხვრა.
  • გაყიდვებისა და მიწოდების პროექტის ეფექტურობის ანალიზი.;
  • პროექტის მუშაობის შესახებ ანგარიშების მომზადება;
  • მონაწილეობა აქციების, სპეციალური შეთავაზებებისა და მიწოდების გაუმჯობესების შემუშავებაში;
  • მომხმარებლის გამოცდილების ხარისხის კონტროლი მიტანის სერვისში;

ძირითადი მოთხოვნები:

  • სწორად და გამართულად მეტყველების უნარი ქართულ ენაზე;
  • თავდაჯერებულად მუშაობა რითეილ პროგრამებში.
  • გამოცდილება პროექტების მართვაში ან/და პროცესების კოორდინაციაში;
  • მაღალი დონის ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
  • დიდი რაოდენობით ინფორმაციის დამუშავების უნარი;
  • კომუნიკაციისა და მულტიტასკინგის უნარები;
  • სასურველია სავაჭრო პლატფორმებთან, ელექტრონულ კომერციასთან ან მიტანის სერვისებთან მუშაობის გამოცდილება.
  • სწორად და გამართულად მეტყველების უნარი რუსულ ენაზე

სამუშაო გრაფიკი: 5+2 (ხუთი დღე სამუშაო, ორი დღე დასვენება);

სამუშაო საათები: 09:00-18:00სთ;

სამუშაო: ოფისში;

ანაზღაურება: 2000 ლ + დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე