პროდუქციის სტანდარტებთან შესაბამისობის სპეციალისტი — მოდუსი

samushao.ge
მოდუსი — ლოგო
მოდუსი

პროდუქციის სტანდარტებთან შესაბამისობის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია ,,მოდუსი” ქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელზე მეტს ითვლის. ,,მოდუსი” სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ლიდერი კომპანია გახლავთ ქართულ ბაზარზე. თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან.

ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ აცხადებს პროდუქციის სტანდარტებთან შესაბამისობის სპეციალისტის პოზიციაზე ვაკანსიას თბილისსა და ბათუმში.

სამუშაო აღწერილობა:

  • კომპანიაში სარეალიზაციოდ განთავსებული ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტების კანონთან შესაბამისობის დადგენა და რეკომენდაციის გაწევა;
  • კომპანიაში განთავსებული ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტების წარმოდგენილი შესაბამისობის ინსტრუქციების, ნიშანდებებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება/ანალიზი;
  • ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტების შეძენამდე, შესყიდვების განყოფილების მიერ წინასწარ მოწოდებული დოკუმენტაციის (ინფორმაციის) ანალიზი და შესაბამისი პროცედურების განხორციელება;
  • შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის გამოვლენა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინდუსტრიულ და სამშენებლო პროდუქტებთან დაკავშირებული ძირითადი მარეგულირებელი ნორმატიული აქტების ცოდნა;
  • სსიპ „ბაზარზე ზედამხედველობის სააგანეტო“-სთან თანამშრომლობა;

მოთხოვნები:

  • ინდუსტრიულ და სამშენებლო პროდუქტებთან დაკავშირებული ძირითადი მარეგულირებელი ნორმატიული აქტების ცოდნა;
  • უმაღლესი აკადემიური განათლება (სასურველია სამართალმცოდნეობის მიმართულებით);
  • სასურველია საბაჟო, ზედამხედველობის სფეროში ან იურიდიული სამუშაო გამოცდილება.
  • კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, Internet)
  • ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულოა);
  • რუსული ენის ცოდნა (სასურველია);

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • კომუნიკაბელური;
  • მიზანდასახული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება: განიხილება შეთანხმებით.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ