პროდუქციის შესყიდვების მენეჯერი — ბი-ემ-ესი

ბი-ემ-ესი

პროდუქციის შესყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N64

სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00სთ.

ანაზღაურება: 2000 - 3000 ლ, ნეტ.

ძირითადი მოვალეობები:

  • შესყიდვების სტრატეგიისა და წლიური/თვიური გეგმების შემუშავება;
  • მოთხოვნის პროგნოზირება და მარაგების ეფექტიანი მართვა;
  • პროდუქციის შესყიდვების სრული ციკლის მართვა;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, ფასებისა და თანამშრომლობის პირობების ოპტიმიზაცია;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული ხარჯებისა და პროდუქციის თვითღირებულების კონტროლი;
  • ტრანსპორტირების, იმპორტისა და საბაჟო პროცედურების კოორდინაცია;
  • მარაგების, გაყიდვებისა და შესყიდვების ანალიზი და პერიოდული ანგარიშგების მომზადება;
  • მიწოდების რისკების შეფასება და ალტერნატიული გადაწყვეტილებების შემუშავება;
  • შესყიდვების პროცესების განვითარება, სტანდარტიზაცია და ERP სისტემის ეფექტიანი გამოყენება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, მაღალ დონეზე ფლობა;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.