პროდუქციის შეფუთვისა და რეალიზაციის ოპერატორი — MeatStock

samushao.ge
MeatStock

პროდუქციის შეფუთვისა და რეალიზაციის ოპერატორი

₾1650 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

„შინაური” აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის შეფუთვისა და რეალიზაციის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში, შინაურის გლდანის ფილიალში.

კომპანიის შესახებ:
„შინაური” 2020 წელს დაარსდა და მას შემდეგ უწყვეტად ამარაგებს საქართველოში მოქმედ სავაჭრო ქსელებს, რესტორნებსა და სასტუმროებს უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და გემრიელი ღორის ხორცით.
2026 წელს ვგეგმავთ პროდუქტის დივერსიფიცირებასა და გეოგრაფიულ გაფართოებას საქართველოს მასშტაბით, რომ შევქმნათ წარმატებული და ძლიერი ბრენდი, რომელიც ხელმისაწვდომ ფასად მიაწვიდის პროდუქტს მომხმარებელს.
ჩვენ ვართ მზარდი, მაგრამ შეკრული გუნდი, რომელშიც ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა, ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენს კომპანიაში თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჯერა, რომ შრომა და ინიციატივები უნდა დაფასდეს და პროფესიული განვითარება უნდა წახალისდეს. ჩვენი მენეჯმენტი ყოველთვის მზადაა თანამშრომლების მოსასმენად, კოლეგები კი მხარდასაჭერად.
თუ ეძებთ სამუშაო გარემოს, სადაც თქვენი ძალისხმევა და ინიციატივები დაფასდება, ხოლო თქვენი ზრდა პრიორიტეტი იქნება, შემოგვიერთდით, ერთად გავიზარდოთ!
მაღაზიის პროფილი: ნედლი ხორცის, ხორც-პროდუქტებისა და ჯანსაღი სურსათ-სანოვაგის მაღაზია.

შეთავაზება:

  • სამუშაო გრაფიკი: თვეში 22 სამუშაო დღე, 9:00 სთ - 17:00 სთ.
  • ანაზღაურება: დარიცხული 1,650 ლარი (გადასახადების და საპენსიოს გარეშე, ხელზე ასაღები 1,300 ლარი) და კორპორატიული სადაზღვევო პაკეტი.

პოზიციის ძირითადი მიზანი
პროდუქციის მოთხოვნების შესაბამისად შეფუთვა, შეკვეთების მომზადება და მომხმარებლისთვის/დისტრიბუტორისთვის პროდუქციის დროული და სწორად გაცემა; რეალიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და ადგილზე გაყიდვების შემთხვევაში სალარო ოპერაციების შესრულება.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები

  • მზა საკვები პროდუქციის დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად შეფუთვა;
  • შეკვეთების მიხედვით პროდუქციის დახარისხება, მომზადება და შეფუთვა;
  • შეფუთული პროდუქციის რაოდენობისა და შესაბამისობის გადამოწმება შეკვეთასთან;
  • პროდუქციის მომხმარებლებისთვის, კლიენტებისთვის ან დისტრიბუტორებისთვის გასაცემად მომზადება;
  • პროდუქციის გაცემის პროცესის ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • შეკვეთების შესაბამისად ზედნადებებისა და სხვა საჭირო სარეალიზაციო დოკუმენტების მომზადება/გამოწერა;
  • ადგილზე რეალიზაციის შემთხვევაში მომხმარებლის მომსახურება და სალარო ოპერაციების შესრულება;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მიღება და შესაბამისი წესით აღრიცხვა;
  • გაყიდული და გაცემული პროდუქციის რაოდენობის სწორად აღრიცხვა;
  • პროდუქციის შეფუთვისას ეტიკეტირების, ვარგისიანობის ვადებისა და სხვა შესაბამისი ინფორმაციის სისწორის კონტროლი;
  • სამუშაო პროცესში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • საკვებ პროდუქტებთან მუშაობისთვის განსაზღვრული სანიტარიული და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა;
  • სამუშაო სივრცისა და გამოყენებული ინვენტარის მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციის ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
  • მაღაზიაში მოლარე/ადმინისტრატორად ან შემფუთველ საწყობში ოპერატორად მუშაობის გამოცდილება.
  • სიზუსტე შეკვეთებთან, პროდუქციის რაოდენობასთან და დოკუმენტაციასთან მუშაობისას;
  • საბაზისო კომპიუტერული უნარები;
  • სალარო აპარატთან და/ან შესაბამის პროგრამასთან მუშაობის უნარი ჩაითვლება უპირატესობად;
  • მომხმარებელთან თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის მაღალი პასუხისმგებლობა.

ანგარიშვალდებულება
პროდუქციის შეფუთვისა და რეალიზაციის ოპერატორი ანგარიშვალდებულია უშუალო ხელმძღვანელის/საწარმოს მენეჯერის წინაშე.

უპირატესობები:
ჯანმრთელობის დაზღვევა