პროდუქციის მარკირების ოპერატორი — დელმარტ

დელმარტ

პროდუქციის მარკირების ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "დელმარტ" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მარკირების ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობა: პირადი ჰიგიენის, საყოფაცხოვრებო ქიმიის, სასმელი და საკვები (FMCG) პროდუქტების იმპორტი-ექსპორტი და საბითუმო გაყიდვები.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლილოს დასახლება

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (გამოცდილების მიხედვით) და ბონუსი

მოთხოვნები:

  • "ჩესტნი ზნაკის" მარკირების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული უნარები, საოფისე პროგრამების ცოდნა - მაღალ დონეზე;
  • ენები: ქართული და რუსული აუცილებელია. სასურველია ინგლისურის ცოდნაც.

ძირითადი მოვალეობები:

  • მარკირებული პროდუქტის დამატება პროგრამულ ბაზაში;
  • პროდუქციის მარკირების დასრულების შემდეგ, პროგრამასა და საწყობში არსებული პროდუქციის რაოდენობების შედარება;
  • ანგარიშის შედგენა ყოველი მარკირების დასრულების შემდეგ, გამოყენებული კოდების გადაგზავნა პროდუქციის დამკვეთთან;
  • ნაკლული კოდების თავიდან დაბეჭდვა;
  • პროდუქციის სატრანსპორტო საშუალებაში დატვირთვისას ანგარიშის წარმოება და მიწოდება პროდუქციის დამკვეთისთვის;
  • კომუნიკაცია დასაქმებულ მუშა ხელთან, დამკვეთებთან (იმპორტიორებთან), მარკირების პროცესის ორგანიზება;
  • პროდუქციის მარკირებისას პროცესის მონიტორინგი და წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრა.

უნარები/პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ეფექტური ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი.