პროდუქტის მენეჯერი- ბათუმი — ამბასადორი აილენდ ბათუმი

ამბასადორი აილენდ ბათუმი — ლოგო
ამბასადორი აილენდ ბათუმი

პროდუქტის მენეჯერი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ამბასადორი ბათუმი აილენდი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.

"Ambassadori Island Batumi" აჭარის რეგიონის შეუქცევადი განვითარების შთამბეჭდავი სიმბოლოა-ინოვაციური პროექტი, რომელიც თავისი უნიკალური მდებარეობით, მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ახალი ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის როლს შეასრულებს.

მდებარეობა: ბათუმი

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი, ადგილზე

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვებით უზრუნველყოფა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • 30%-იანი ფასდაკლება ამბასადორი ჯგუფის სასტუმროებსა და რესტორნების ქსელში;
  • პროფესიული განვითარება;
  • მეგობრული სამუშაო გარემო.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საკურორტო, საცხოვრებელი ან მრავალფუნქციური უძრავი ქონების განვითარების სფეროში Product Manager-ის, Head of Product-ის, Product-side Project Lead-ის ან Product Analyst-ის პოზიციაზე, რომელსაც შემდგომში დამოუკიდებლად პროექტების მართვის გამოცდილება აქვს.
  • პროგრამებისა და საცხოვრებელი ერთეულების მიქსის (unit mix) შემუშავების, განლაგების გადაწყვეტილებებზე მუშაობისა და მათი ეფექტიანობის შეფასების დადასტურებული გამოცდილება.
  • დიზაინის ეტაპების ცოდნა და არქიტექტორებისა და სხვა მიმართულებების სპეციალისტებისთვის ტექნიკური დავალებების მომზადების უნარი; ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი.
  • პროდუქტის დონეზე ფინანსური ლოგიკის გააზრება, მათ შორის შემოსავლების, ხარჯების, მარჟისა და პროდუქტის მიქსისა და ფასების ცვლილებების მიმართ მგრძნობელობის ანალიზი.
  • დადებითი დამოკიდებულება და შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი.
  • მაღალორგანიზებული, შედეგებზე ორიენტირებული, მოქნილობის და სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარით.
  • უპირატესობა მიენიჭება ბათუმში მცხოვრებ კანდიდატებს. ასევე განიხილებიან თბილისში მცხოვრები კანდიდატები, რომლებსაც ბათუმში რეგულარული სამუშაო ვიზიტი შეუძლიათ.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქტის კონცეფციების შემუშავება, მათ შორის საბაზრო პოზიციონირების, სამიზნე აუდიტორიის პროფილის, ფუნქციური მახასიათებლების, გამოყენების სცენარებისა და კონკურენტული უპირატესობების განსაზღვრა.
  • ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრების (TEP), საცხოვრებელი ერთეულების მიქსის (unit mix), გასაყიდი და მთლიანი ფართობის თანაფარდობისა და საერთო გეგმარების ეფექტიანობის გამოთვლა და ოპტიმიზაცია.
  • არქიტექტორებისა და ინჟინრებისთვის კომპლექსური პროდუქტის დავალებების (Product Briefs) მომზადება. პროექტის ყველა ეტაპზე (კონცეფცია, სქემატური დიზაინი, დიზაინის განვითარება, სამუშაო ნახაზები) საპროექტო გადაწყვეტილებების ზედამხედველობა, პროდუქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
  • ფინანსურ გუნდთან თანამშრომლობა ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზის, ფასების პოზიციონირების განსაზღვრისა და სცენარების ანალიზის (ერთეულის ეკონომიკა, ფასებისა და unit mix-ის ცვლილებების მიმართ მგრძნობელობა) ჩასატარებლად.
  • მრავალფუნქციური გუნდების კოორდინაცია, მათ შორის არქიტექტორების, ინჟინრების, სასტუმრო ოპერაციების კონსულტანტებისა და მარინის/კომერციული უძრავი ქონების მრჩევლების, სხვადასხვა მიმართულებებს შორის პროდუქტის შესახებ თანმიმდევრული გადაწყვეტილებების უზრუნველსაყოფად.
  • მესამე მხარის დეველოპერების პროექტებისთვის პროდუქტის ხედვისა და სტანდარტების ჩამოყალიბება კონცეფციების აუდიტის, სივრცითი პროგრამების ოპტიმიზაციის, დავალებების მომზადებისა და დამკვეთის სახელით საპროექტო გუნდების ზედამხედველობის გზით.
  • სტეიკჰოლდერებისა და პარტნიორებისთვის მაღალი გავლენის მქონე მასალების მომზადება, მათ შორის პროდუქტის პრეზენტაციების, სცენარების შედარებებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების დასაბუთების.
  • გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდებთან თანამშრომლობა პროდუქტის კომერციულ მასალებში (გეგმარებების ბროშურები, ძირითადი ღირებულებითი შეთავაზებები, პოზიციონირების გზავნილები) გარდაქმნის მიზნით და ბაზრისა და გაყიდვების უკუკავშირის სისტემატური ინტეგრირება პროდუქტის შემდგომ გაუმჯობესებაში.