პრობლემური სესხების მართვის მენეჯერი
იურიდიული კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (სრული)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია პრობლემური სესხების ექსპერტად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის დამუშავება;
- დებიტორებთან (მსესხებლებთან) ურთიერთობა/კომუნიკაცია, მათთვის მორიგების პირობების და სასურველი გადახდის გრაფიკის შეთავაზება;
- პრობლემურ მსესხებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
- მსესხებლებთან (დებიტორებთან) ვალდებულების რესტრუქტურიზაციის შეთანხმება და გადახდების კონტროლი;
- ხელმძღვანელობისთვის ყოველდღიური ანგარიშის (რეპორტების) წარდგენა.
საჭირო უნარები:
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- ლოგიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- კონფლიქტის მართვის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
- სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.