პრობლემური აქტივების მართვის ოფიცერი- ბათუმი
"პრემიუმ ლიზინგი" - საერთაშორისო ჯგუფში "4 finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.
"4 finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.
"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის ოფიცრის (საველე ამოღება/ავტომობილების დაბრუნება) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:- პრობლემურ მსესხებლებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება დავალიანების დაფარვის ან/და რესტრუქტურიზაციის მიზნით;
- საჭიროებისამებრ, ავტომობილების მოძიება, იდენტიფიკაცია და დაბრუნების პროცესის ორგანიზება;
- ვადაგადაცილებულ კლიენტებთან ადგილზე ვიზიტების განხორციელება;
- ავტომობილის წამოყვანა/გადაყვანა კომპანიის მიერ განსაზღვრულ ლოკაციაზე;
- ვიზიტების და ქეისების დეტალური ასახვა CRM სისტემაში;
- შიდა პროცედურებისა და სამართლებრივი მოთხოვნების დაცვა;
- დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
- სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა.
- უმაღლესი განათლება;
- პრობლემური აქტივების მართვის, ამოღების (collection), აღმასრულებლად ან/და უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
- Microsoft Office (Excel, Word)- სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- პირად საკუთრებაში არსებული ავტომობილი;
- მოქმედი მართვის მოწმობა;
ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:
- მოტივირებულს და პასუხისმგებლობიანს;
- კომუნიკაბელურს; მოლაპარაკებების ძლიერი უნარებით;
- დახვეწილი საუბრის მანერით და დარწმუნების უნარით;
- შედეგზე ორიენტირებულს;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარით.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი
დამატებით გთავაზობთ:- საწვავის ხარჯების სრულ დაფინანსებას;
- ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობისთვის საჭირო ბიუჯეტს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- დინამიკურ და შედეგზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2 აგვისტო.