პრობლ. პორტფელის მართვისა და აქტივების ამოღების სპეციალისტი — კომპანია

კომპანია

პრობლ. პორტფელის მართვისა და აქტივების ამოღების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ფინანსური სექტორის წამყვანი კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ავტოსესხებისა და ავტოუზრუნველყოფილი დაფინანსების მიმართულებით, იწვევს მოტივირებულ კადრებს პრობლემური აქტივების მართვისა და საველე ამოღების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მოლაპარაკებების წარმოება: ვადაგადაცილებულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, დავალიანების დაფარვის ან გრაფიკის ოპტიმიზაციის/რესტრუქტურიზაციის გზების მოძიება.
  • საველე სამუშაოები: პრობლემური ქეისების ფარგლებში კლიენტებთან ადგილზე ვიზიტების განხორციელება.
  • აქტივების ამოღება: უზრუნველყოფაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოძიება, იდენტიფიცირება და მათი ტრანსპორტირების ორგანიზება მითითებულ მისამართზე.
  • ანგარიშგება: ჩატარებული ვიზიტებისა და მოლაპარაკებების შედეგების დროული და დეტალური აღრიცხვა შიდა ბაზაში.
  • სტანდარტების დაცვა: სამუშაო პროცესის წარმართვა კომპანიის შიდა რეგულაციებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
  • სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება უშუალო მენეჯერის მითითებით და თანამშრომლობა მიჯნურ დეპარტამენტებთან.
საკვალიფიკაციო და აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სავალდებულოა გამოცდილება პრობლემური აქტივების ამოღების ან აღსრულების სფეროში;
  • მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილის ყოლა;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ბაზისურ დონეზე ფლობა.
პიროვნული უნარები:
  • არგუმენტირებული მსჯელობისა და დარწმუნების მაღალი უნარი;
  • გამართული და დახვეწილი კომუნიკაცია;
  • სტრესულ და დინამიკურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • შედეგზე ორიენტაცია და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
კომპანია გთავაზობთ:
  • ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ საბონუსე სისტემას;
  • საწვავის ლიმიტის სრულ დაფინანსებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას პოზიტიურ და გუნდურ გარემოში.