პრისელერი/სავაჭრო წარმომადგენელი
სადისტრიბუციო კომპანია "VG" 2010 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში და ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკონდიტრო და საკვები პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრისელერის/სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში.
განრიგი: ორშაბათი-პარასკევი - 09:00-18:00
აუცილებელი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 6 თვე
- უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა
- მართვის მოწმობა (B კატეგორია)
- საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ქონა
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მახასიათებლების კარგი ცოდნა;
- კომპანიის არსებული სავაჭრო ქსელი მართვა;
- ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება;
- სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
- შეკვეთის გაფორმება;
- კომპანიის ყოველთვიური/წლიური გეგმის შესრულება.
პიროვნული უნარები და თვისებები:
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- მიზანდასახულობა;
- მოწესრიგებულობა.
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.