პრისელერი- ბათუმი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე ბათუმში.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, თაბუკაშვილის 17ა.
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-18:30 სთ.
დასვენება: კვირაში ორი დღე, შაბათი-კვირა.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი 1200 ლარი + მანქანის ცვეთის ხარჯი 150ლარი + საწვავი + ჯანმრთელობის დაზღვევა.
არ ვითხოვთ უძრავი ქონების უზრუნველყოფას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მოლაპარაკების წარმოება სავაჭრო წერტილებთან;
- შეკვეთების გაფორმება სავაჭრო წერტილებში;
- სწორი კომუნიკაცია სავაჭრო წერტილების წარმომადგენლებთან;
- დებიტორული დავალიანების კონტროლი;
- მერჩენდაიზინგი, პროდუქციის სათანადოდ განლაგების უზრუნველყოფა;
- სავაჭრო წერტილში პროდუქციის ფასის კონტროლი;
- სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია);
- აუცილებელია საკუთარი ავტომობილი.