პრისელერი- ბათუმი — ვიჯი

ვიჯი — ლოგო
ვიჯი

პრისელერი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სადისტრიბუციო კომპანია "VG" 2010 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში და ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკონდიტრო და საკვები პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქსელური ობიექტების პრისელერის პოზიციაზე ბათუმში.

განრიგი: ორშაბათი-პარასკევი - 09:00-18:00

მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 6 თვე
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია)
  • საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ქონა

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის მახასიათებლების კარგი ცოდნა;
  • კომპანიის არსებული სავაჭრო ქსელი მართვა;
  • ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება;
  • სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
  • შეკვეთის გაფორმება;
  • კომპანიის ყოველთვიური/წლიური გეგმის შესრულება.

პიროვნული უნარები და თვისებები:

  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მიზანდასახულობა;
  • მოწესრიგებულობა.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლსათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ