პრისელერი
შპს "მეგაკო თრეიდი" წარმოადგენს კომპანია "მეგაკო" -ს შვილობილ კომპანიას, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე 2012 წლიდან და დღესდღეობით წარმოადგენს ისეთი მსხვილი კომპანიების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს, როგორებიცაა საქართველოში წარმოებული ჩაი გურიელი -Gurieli, ასევე საქართველოში წარმოებული ჰიგიენური ქაღალდის ბრენდი "კრიალა", უკრაინული წარმოების ბრენდები "Шедро", "Алан " და სხვ. კომპანიის პრიორიტეტული ღირებულებებია სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლისადმი ერთგულება.
სადისტრიბუციო კომპანია "მეგაკო თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო წერტილებში პროდუქციის სარეალიზაციოდ შეკვეთის გაკეთება;
- სავაჭრო ადგილებში პროდუქციის ეფექტურ ადგილას განლაგება და მისი მუდმივი კონტროლი;
- ეფექტური ურთიერთთანამშრომლობის დამყარება სავაჭრო წერტილის წარმომადგენლებთან;
- სარეკლამო დანადგარების დამონტაჟება და სარეკლამო მასალების განთავსება მერჩენდაიზინგის სტანდარტებისა და სუპერვაიზერის მითითებების შესაბამისად;
- მუდმივად აკონტროლოს პროდუქციის შენახვის პირობები, ვადა და აწარმოოს როტაცია;
- გაყიდულ პროდუქციასა და მასზე ანგარიშსწორებაზე სრული პასუხისმგებლობა;
- აღრიცხვიანობის სისტემატური და აკურატული წარმოება დადგენილი წესის მიხედვით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია გაყიდვებში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია;
- აუცილებელია საკუთარი ავტომობილი
სამუშაო პირობები:
- შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1300 ლარი + ბონუსი 200 ლარი;
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო განაკვეთი: სრული