პრისელერ/მერჩენდიაზერი- ქუთაისი — G&A Group

G&A Group — ლოგო
G&A Group

პრისელერ/მერჩენდიაზერი- ქუთაისი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

G&A Group არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს.

G&A Group მუდმივად ზრუნავს ხარისხზე, ინოვაციებსა და განვითარებაზე, რის შედეგადაც მომხმარებლის ნდობასა და ბაზარზე მყარ პოზიციებს ინარჩუნებს.

თუ ეძებთ შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი, განვითარებაზე ორიენტირებული და წარმატებული გუნდის წევრი, შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

პრისელერ/მერჩენდიაზერი/ქუთაისი

ფუნქცია-მოვალეობა:

  • სავაჭრო ობიექტებში ვიზიტი;
  • შეკვეთების მიღება/გაფორმება;
  • გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
  • დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
  • ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება.
  • FIFO-ს მუდმივი დაცვა და მონიტორინგი;
  • სავაჭრო ობიექტზე OUT/OVER STOCK-ზე დროული რეაგირება და ხელმძღვანელთან ერთად შესაბამისი პროცესების დაგეგმვა/უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის განლაგება, პლანოგრამით და FIFO-ს დაცვით პრინციპით;
  • სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის ფასის კონტროლი;
  • სავაჭრო ობიეტზე პროდუქციის რეგულარულ და სააქციო ფასების მონიტორინგი და ასახვა;
  • კვარტალში ერთხელ პროდუქციის მოკლე ვადიანების მონიტორინგი/აღწერა და რეპორტის მომზადება ხელმძღვანელისთვის წარსადგენად;
  • სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია).

უნარები:

  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი

სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე;

ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება თვეში 800 ლარი +200 (მანქანის ცვეთის ხარჯი) და ბონუსი (ჯამში სახელფასო დიაპაზონი შეადგენს 1800 დან 2500 ლარამდე ხელზე). ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ხარჯს; კანდიდატი უნდა ფლობდეს საკუთარ ავტომობილს.