პრისეილერი სუპერმარკეტების და ავტოსამრეცხაოს მიმართულებით
კომპანია „ეკოკემიკა სერვის ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას პრისეილის პოზიციაზე სუპერმარკეტების და ავტოსამრეცხაოს მიმართულებით.
სუპერმარკეტების მიმართულებით პრიორიტეტი მიენიჭება მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს,
ავტოსამრეცხაოს მიმართულებით პრიორიტეტი მიენიჭება მამრობითი სქესის წარმომადგენლებს.
მოვალეობები:
- გაყიდვების ყოველწლიური / კვარტლური გეგმების შემუშავება და მათ შესრულებაზე ზრუნვა;
- ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება - რეპორტინგი;
- გაყიდვების ახალი არხების შემუშავება, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური და კორპორატიული მიმართულებებით;
- შეთავაზებების სპეციალური ფორმის შემუშავება და კლიენტებისთვის შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება;
- სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებთან ბიზნეს მოლაპარაკების წარმოება;
- მათი ინტერესების გაგება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
- სამოქმედო გეგმის შემუშავება პროდუქტის რეალიზებისთვის - როგორც საცალო ისე B2B ბაზარზე;
- გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა;
- იმეილ და სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ დამკვეთებთან;
- მერჩენდაიზინგი
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელური;
- მიზანდასახული;
- პუნქტუალური;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პარტნიორებთან ინდივიდუალური კონტაქტის და მათთვის ინდივიდუალური გადაწყვეტილების მოძებნის უნარი;
- გუნდური მუშაობის და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: არასრული უმაღლესი, უმაღლესი;
- გაყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- აკადემიური მუშაობის უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
- ბაზრის ტრენდების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
სამუშაო ადგილი: თბილისი. ქვემო ფონიჭალა - საწყობი, უ. ჩხეიძს #20-სავაჭრო ფართი #1
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი. სამუშაო საათები: 10:00-18:00
აუცილებელი პირობა: საკუთარი ავტომობილის და მართვის მოწმობის ფლობა.
ანაზღაურება: ფიქსირებული + შემოტანილი თანხის პროცენტი,