პრისეილერი/სავაჭრო წარმომადგენელი- თბილისი, ბათუმი — სასტუმრო ძველი კახეთი

სასტუმრო ძველი კახეთი — ლოგო
სასტუმრო ძველი კახეთი

პრისეილერი/სავაჭრო წარმომადგენელი- თბილისი, ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა"-ის შვილობილი კომპანია შპს"სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს პრისეილერის/სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბათუმი;

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: ორი;

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
  • ეფექტურ საბონუსე სისტემას;
  • საწვავით უზრუნველყოფა;
  • ულიმიტო სასაუბრო;

მოვალეობები:

  • ახალი ობიექტების მოძიება/მოზიდვა, მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
  • სავაჭრო ობიექტებიდან შეკვეთების მიღება, მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით;
  • სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის გაფორმება;
  • პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
  • პრეზენტაციის ჩატარება და ახალი პროდუქციის გაცნობა/შეთავაზება კლიენტებისთვის;
  • გაყიდული პროდუქციის ახალ და ძველ ობიექტებზე ანგარიშგების მომზადება;
  • უშუალო ხელმძღვანელთან მჭიდრო კავშირი და სამუშაო გეგმის შედგენა;
  • სავაჭრო ობიექტებში მერჩენდაიზინგისა და პროდუქციის წარდგენის სტანდარტების კონტროლის განხორციელება საჭიროებისამებრ;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
  • დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
  • გაფორმებული შეკვეთების საინფორმაციო ბაზაში ყოველდღიური შეყვანა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია მინიმუმ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს სფეროში;
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა
  • საკუთარი ავტომობილი

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • შრომისმოყვარე.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ