პრისეილერი - სარემონტო მასალები- გორი
შპს "SEOUL" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე (სარემონტო მასალები).
სამუშაოს ადგილმდებარეობა: გორი.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი ობიექტების მოძიება და მოზიდვა;
- მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;
- ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
- გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
- კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
- დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
- ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება;
- დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულება;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
- კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
- პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
- ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
- სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
მოთხოვნები:
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- სარემონტო მასალების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- მარშრუტებისა და სამუშაო პროცესის ეფექტურად დაგეგმვა;
- გაყიდვების დაგეგმვისა და ანალიზის უნარი;
- მართვის მოწმობა B კატეგორია სავალდებულოა.
ხელფასი: სახელფასო ბიუჯეტი: 2500-4000 ლარი.