პრისეილერი- ბათუმი
სადისტრიბუციო კომპანია, შპს "3G - Georgian Global Group", ალკოჰოლურ სასმელებსა და კვების პროდუქტებს დისტრიბუტორია საქართველოში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი, გაგარინის 6
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება და შეკვეთების გაფორმება;
- სავაჭრო ობიექტზე კომპანიის პროდუქციის სწორი პოზიციონირება და მისი კონტროლი;
- სავაჭრო ობიექტზე ნაშთებისა და ფასების კონტროლი;
- კომპანიის პროდუქციის განლაგება დახლებსა და თაროებზე მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით;
- პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლების განთავსება და კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
- ქონებრივი უზრუნველყოფა;
- ავტომობილის ფლობა და მოქმედი მართვის მოწმობა;
- სასურველია გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ვაკანსიის დახურვის ვადა: 30 ივლისი, 2026.