პრისეილერ-მერჩენდაიზერი- თბილისი, ბათუმი
ქართული თხილისა და ჩირის ლიდერი კომპანია "ქალაქური" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერ-მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქალაქ თბილისსა და ბათუმში.
(განიხილება როგორც მანქანიანი, ასევე უმანქანო კანდიდატურები)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ
ხელფასი: შეთანხმებით
მოვალეობები:
- შეკვეთების აღება, გაფორმება და დამუშავება
- სავაჭრო ობიექტებში ნაშთების ოპერატიული ანალიზი
- მერჩენდაიზინგი
- ობიექტების დავალიანების კონტროლი და თანხის დროული ამოღება
- მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან
- ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
- B კატეგორიის მართვის მოწმობა (მანქანის ყოლის შემთხვევაში)
საჭირო უნარ-ჩვევები:
- სამუშაოს სწორად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
- კომუნიკაციისა და გამართულად მეტყველების უნარი
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
- პრობლემების გადაჭრის უნარი
- ინიციატივის გამოვლენის უნარი
შერჩევის ფორმა:
- კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე
- გასაუბრება