პრესელერი- ქუთაისი, ზუგდიდი — იტა

იტა — ლოგო
იტა

პრესელერი- ქუთაისი, ზუგდიდი

₾10000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "იტა" ეძებს გუნდის ახალ წევრს, პრესელერის პოზიციაზე, დასავლეთ საქართველოში (ქუთაისი და ზუგდიდი).

კომპანია იტა 2007 წლიდან მუშაობს რამოდენიმე მიმართულებით: სათადარიგო ნაწილები, სავაჭრო ობიექტები და ავტო მომსახურება. ფლობს იმპორტული პროდუქციის სადისტრიბუციო ქსელს საქართველოს მასშტაბით.

სარეალიზაციო პროდუქცია: ავტონაწილები, ზეთები და ტექ-სითხეები, აკუმულატორები.

სამუშაო დრო - ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათი - 10:00 საათიდან 14:30 საათამდე.

ანაზღაურება ცვალებადია და დამოკიდებულია:

  • შესრულებულ გეგმებსა და ამოცანებზე
  • შესრულებულ გაყიდვებზე
  • ამოღებულ თანხებზე

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:

  • ახალი კონტრაგენტების მოძიება, პოტენციალის შეფასება, ლიმიტების და ანგარიშსწორების პირობების განსაზღვრა, ხელშეკრულების გაფორმება;
  • სავაჭრო ქსელში გრაფიკის მიხედვით ვიზიტების განხორციელება, კონტრაგენტებისთვის პროდუქციის მახასიათებლების, ფასების, საგარანტიო პირობების გაცნობა;
  • კონტრაგენტებისგან შეკვეთების აღება;
  • კონტრაგენტების მიერ დებიტორული დავალიანებების დროული და სრული დაფარვის უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ქსელიდან ამოღებული ნაღდი ფულის დროული შეტანა კომპანიის საბანკო ანგარიშზე;
  • ანგარიშის წარდგენა;
  • პროდუქციის თვისებების, მახასიათებლების, საგარანტიო პირობების შესწავლა, პროდუქციის გაყიდვის მიზნით;
  • სავაჭრო ქსელში პროდუქციის სტანდარტების მიხედვით განთავსების უზრუნველყოფა;
  • კონკურენტებზე ინფორმაციის მოძიება;
  • ყოველთვიური გაყიდვების გეგმების და სხვა დაგეგმილი ამოცანების შესრულება;
  • კომპანიის მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად გადაცემული მატერიალური საშუალებების შენახვა, მოვლა;

ძირითადი მოთხოვნები:

  • ქონებრივი უზრუნველყოფა (მინ. 10000 ლარის ოდენობით);
  • ავტომობილი (კომპანიის მიერ მოხდება საწვავით უზრუნველყოფა და ცვეთის (იჯარის) ყოველთვიური კომპენსაციის გაცემა);
  • ავტომობილის მართვა (B კატეგორია);
  • სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

სხვა მოთხოვნები:

  • მიზანდასახულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების სწრაფად ათვისებისუნარი;
  • ინტერესი საავტომობილო სფეროს მიმართ და ზოგადი ცოდნა ინდუსტრიის და ტექნოლოგიების შესახებ;

შერჩევის ეტაპი:

  • გასაუბრების პირველი ეტაპი;
  • გასაუბრების მეორე ეტაპი;

ჩვენ გთავაზობთ, ჯანმრთელობის დაზღვევს, განვითარების შესაძლებლობას და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 19.07.2026 წ.