პრესელერი- ბათუმი
სადისტრიბუციო კომპანია "ZGG ALCO" აცხადებს ვაკანსიას პრესელერის პოზიციაზე ბათუმში.
კომპანია წარმოადგენს ალკოჰოლური სასმელების ბრენდებს — Mendeleev Vodka, Zernoff Vodka და Petrovskaia Vodka — და აქტიურად ფართოვდება საქართველოს ბაზარზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი
- სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
- აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ პრისეილერს რეალურად შეუძლია თვეში მინიმუმ 2500 ლარიდან 5000 ლარამდე და მეტის გამომუშავება
- სამუშაოდ უზრუნველყოფილია კომპანიის ავტომობილი და საწვავი
- კომპანია მუშაობს საკუთარი თანამედროვე აპლიკაციით, რომელიც ამარტივებს შეკვეთების, ობიექტებისა და სამუშაო პროცესის მართვას
- არსებული მარშრუტისა და კლიენტური ბაზის გადაბარება
ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება
- შეკვეთების გაფორმება სავაჭრო ობიექტებში
- არსებული ობიექტების განვითარება და ახალი ობიექტების მოძიება
- HoReCa სექტორთან (ბარები, რესტორნები, კლუბები, სასტუმროები, კაზინოები) აქტიური მუშაობა
- დებიტორული დავალიანების კონტროლი და ამოღება
- პროდუქციის სწორად განლაგების კონტროლი
- სავაჭრო ობიექტებში ფასების მონიტორინგი
- სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება
- კომპანიის ბრენდების განვითარება და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი მუშაობა
- კლიენტებთან გრძელვადიანი და სტაბილური ურთიერთობების ჩამოყალიბება
აუცილებელი მოთხოვნები:
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა
- სასურველია HoReCa მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
- უძრავი ქონებით უზრუნველყოფა
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალურობა
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი
- ახალი ობიექტების ათვისების უნარი
- შედეგზე ორიენტირებულობა
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
- შრომისმოყვარეობა
- გუნდურობა