პრემიალური მომსახურების ბანკირი — ბაზისბანკი

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
ბაზისბანკი

პრემიალური მომსახურების ბანკირი

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა შენს სამომავლო გეგმებშია?

"ბაზისბანკის" გუნდში ზუსტად შენნაირ ადამიანებს ველოდებით!

თუკი მეგობრული სამუშაო გარემო შენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდი ჩვენთან მარტივად!

ამჟამად ჩვენ პრემიალური მომსახურების ბანკირს ვეძებთ თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

  • პრემიალური სეგმენტის კლიენტებისთვის ოპტიმალური საბანკო/არასაბანკო პროდუქტებისა და სერვისების შერჩევა და შეთავაზება;
  • პრემიალური კლიენტების მიმდინარე პრობლემების ოპტიმალური მოგვარება;
  • პრემიალური კლიენტების საოპერაციო/საკრედიტო მომსახურება;
  • საკრედიტო/სადეპოზიტო პორთფელზე მუშაობა დაწესებული გეგმის შესაბამისად.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საბანკო სფეროში კლიენტების მომსახურების მიმართულებით (საოპერაციო და საკრედიტო მიმართულებით) მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭება საბანკო პროგრამების ცოდნას;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

როცა დაიდება ახალი ვაკანსიები სხვის პოზიციაზე, გინდა მომენტალურად შეგატყობინოთ?