პრეანალიტიკის სპეციალისტი — კლინიკა რეიმანი

კლინიკა რეიმანი — ლოგო
კლინიკა რეიმანი

პრეანალიტიკის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას პრეანალიტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლინიკის ლაბორატორიის საინფორმაციო სისტემის (LIS) და ჰოსპიტალური საინფორმაციო სისტემის (HIS) ინტეგრაციის ფარგლებში შეკვეთების შაბლონების ფორმირება, როგორც ადგილობრივ, ისე გარე (კონტრაქტორ) ლაბორატორიაში მასალის გაგზავნის შემთხვევაში.
  • ლაბორატორიის საინფორმაციო სისტემა LIS – ში მიმდინარე ავტომატურ პროცესების ზედამხედველობა და მართვა;
  • სინჯარებზე დასაკრავი შტრიხკოდის ფორმირება;
  • საჭირო სინჯარების ტიპის და რაოდენობის ავტომატური განსაზღვრა;
  • მანიპულაციის თარიღების და დროების დაფიქსირება;
  • ბიომასალის ლაბორატორიაში მიღების თარიღის და დროის დაფიქსირება
  • გამოკვლევის გაუქმების მიზეზების დაფიქსირება;
  • ბიომასალის ავტომატური დახარისხება ლაბორატორიის მოდულების მიხედვით
  • ბიომასალის დახარისხება გარე მომსახურე ლაბორატორიებში გასაგზავნად
  • პროვაიდერ კლინიკებში გაგზავნილი მასალების რეესტრის წარმოება;
  • პაციენტებისთვის კვლევის შედეგების გაგზავნა;
  • პროვაიდერ კლინიკებთან უკუკავშირი გაგზავნილი მასალების პასუხების ვადებთან დაკავშირებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • პრეანალიტიკის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
  • შეგროვების ტექნიკის ცოდნა: სხვადასხვა ტიპის ნიმუშების, როგორიცაა- სისხლი, შარდი, ქსოვილი ან სხვა ბიოლოგიური მასალა.

ცოდნა, უნარები:

  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • ლაბორატორიის პრეანალიტიკური პროცესების ცოდნა.
  • გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
  • დროის მენეჯმენტი;
  • კომუნიკაბელურობა , პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა:

  • ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის პირველი შესახვევი, #3;
  • ქ. თბილისი, არტურ ლაისტის #1;
  • ქ. თბილისი, გლდანი, მ. ნოზაძის #12

შერჩევის ეტაპები:

  • მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.