პოსტექნიკოსი საკუთარი მოპედით- ბათუმი
სს "ჯორჯიან ქარდში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს პოსტექნიკოსის პოზიციაზე, საკუთარი მოპედით/სკუტერით, სეზონური პროექტის ფარგლებში (ივლისი-სექტემბერი).
სამუშაო ლოკაცია - ბათუმი და ბათუმის შემოგარენი
ძირითადი მოვალეობები:
- პოს ტერმინალის განთავსება სავაჭრო ობიექტებზე და ტერმინალის ძირითადი ფუნქციების სწავლება ობიექტის წარმომადგენლისთვის;
- პოს ტერმინალის აქსესუარების სავაჭრო ობიექტებზე მიტანა და საჭიროების შესაბამისად პოს ტერმინალზე მომსახურება (მაგ: ელემენტის ამოცვლა, ქვითრის ქაღალდი ჩადება, ინტერნეტსიმის ამოცვლა და ა.შ.) ;
- პოს ტერმინალის სავაჭრო ობიექტებიდან წამოღება;
მოთხოვნები:
- მონათესავე პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია;
- საკუთარი სკუტერი/მოპედი და აღჭურვილობა რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული (აუცილებელი წესით ტრანსპორტი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მოწმობა, ასევე, გამართული და მოწესრიგებული ყუთი/კონტეინერი, სადაც განთავსდება პოს ტერმინალი და მისი აქსესუარები);
- კლიენტების თავაზიანი მომსახურება
უნარები:
- პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი;
სამუშაო პირობები:
- მომსახურების ხელშეკრულება ზაფხულის სეზონზე (2-3 თვე)
- სამუშაო განრიგი: კვირაში არაუმეტეს 40 საათი
- ანაზღაურება: ფიქსირებული საბაზისო ხელფასი + დამატებით ანაზღაურება შესრულებული დავალებების რაოდენობის მიხედვით
- უზრუნველვყოფთ საქმის ადგილზე შესწავლას;
- მეგობრული სამუშაო გარემო