POS ტერმინალების ტექნიკოსი
შპს "ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე- საბანკო მოწყობილობების მიმართულებით - POS ტერმინალების ტექნიკოსი (EFPOS).
"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვურ ჰოლდინგის "PenkiKontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოში წამყვან ბანკებთან და სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00 (1სთ. შესვენება)
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1250 დან -2000 ლარამდე (დამატებით შესრულებაზე მიბმული საბონუსე სისტემის გათვალისწინებით)
პოზიციის ძირითადი ფუნქციებია:
- POS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია;
- მოწყობილობის პროგრამული და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა: ტექნიკური და სისტემური პრობლემის დიაგნოსტიკა, სისტემის გადატვირთვა, საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული ნაწილის ჩანაცვლება;
- კლიენტების კონსულტაცია POS სისტემების ფუნქციონალისა და გამოყენების შესახებ;
პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა და დაბალძრავიანი ავტომობილის ფლობა.
- სასურველია განათლება ტექნიკური IT ან მომიჯნავე მიმართულებით.
ჩვენ გთავაზობთ:
- კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების შესაძლებლობას;
- საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავებას;
- საკუთარი ავტომობილით თანამშრომლობის შემთხვევაში, იჯარის ანაზღაურებას და ავტომობილის დაზღვევას სრული დაფინანსებით;
- საწვავისა და პარკირების ხარჯების ანაზღაურებას;
- მობილურ ტელეფონს ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტით;
- ჯანმრთელობის დაზღვევას სრული დაფინანსებით
- Fitpass-ს 50%-იანი თანადაფინანსებით.
უპირატესობები:
- ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- საწვავის ხარჯების ანაზღაურება