POS საბანკო მოწყობილობების ჯგუფის კოორდინატორის ასისტენტი
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას POS მოწყობილობების ჯგუფის კოორდინატორის ასისტენტის პოზიციაზე.
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის, "Penki Kontinentai", ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ქმნის და ნერგავს ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს საბანკო, საფინანსო და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის. "ბს/2 ჯორჯია" წარმოდგენილია 7 რეგიონული ცენტრით საქართველოში და თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან. "ბს/2"-ის პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში და უკვე 30 წელზე მეტია ეხმარება კომპანიებს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვაში. გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ - ოფისის ტური, გუნდური ღონისძიებები და მეტი - https://bs2.lt/ge/career/
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, დიღომი 7, პ. ყურაშვილის ქ. N6 (ვუზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას მეტროსადგური დიდუბიდან)
გრაფიკი: სრული განაკვეთი (I-V; 09:00-18:00), 1 საათი შესვენება
ანაზღაურება: 1200₾ (NET/ხელზე ასაღები)
ამ პოზიციის ძირითადი მოვალეობებია:
- შიდა სამუშაო პროგრამაში შემოსული დავალებების დამუშავება და გადანაწილება ლოგისტიკურად. მარშრუტების დაგეგმვა ტექნიკოსებისთვის და დანიშნული დავალებების შესრულების მონიტორინგი;
- ტექნიკოსების შესაბამისი ინვენტარით უზუნველყოფა და მათი დისტანციური მხარდაჭერა;
- ტექნიკოსების ავტომობილების საწვავის ხარჯის მონიტორინგი და რეპორტინგი;
- საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვა რეპორტების მომზადება.
მოთხოვნები:
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური ან IT მიმართულებით);
- საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
- უცხო ენები: ინგლისური ან/და რუსული მინიმუმ B1 დონეზე;
- შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას და Fit pass ბარათს;
- საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას;
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
- ტრანსპორტირების უზრუნველყოფა