პორტფელის მართვის სპეციალისტი — პაბ ინვესტი

პაბ ინვესტი — ლოგო
პაბ ინვესტი

პორტფელის მართვის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

„პაბ ინვესტი“ - საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი ფინანსური ორგანიზაცია გთავაზობთ დასაქმებას. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიიღე მრავალპროფილური კვალიფიკაცია, რითაც შეძლებ დაეხმარო ადამიანებს ფინანსური მდგომარეობის რეაბილიტაციაში. იმუშაო ჩვენთან, ნიშნავს, შეუერთდე საქართველოს ბაზრის ლიდერ კომპანიას, რომელიც 2019 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს, თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ფონდთან და ორგანიზაციასთან.

პაბ ინვესტი აცხადებს ვაკანსიას პორტფელის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

  • გრაფიკი - 2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება
  • ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი

ძირითადი ფუნქციები:

  • ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულების მართვა და ანალიზი:
  • მომხმარებელთან სატელეფონო კონსულტაციის გაწევა;
  • ვალდებულების დაფარვის მიზნით მომხმარებელთან საუკეთესო პირობების შეთავაზება და ფინანსური მდგომარეობის რეაბილიტაციაში დახმარება;
  • მომხმარებლებთან რესტრუქტურიზაციის და მორიგების გაფორმება და გადახდების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Microsoft Word, Excel);
  • მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

პიროვნული და სხვა უნარჩვევები:

  • ეფექტური მოლაპარაკებების უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

გთავაზობთ:

  • განვითარებას და კარიერულ წინსვლას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ფიტპასი;