პირდაპირი გაყიდვების მენეჯერი
"თიბისი" აცხადებს ვაკანსიას - პირდაპირი გაყიდვების მენეჯერი - თბილისი
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, დინამიკური გარემო და ციფრული სამყაროს ნაწილად ყოფნა? გინდა იმუშაო ძლიერ ბრენდში, სადაც შენს განვითარებას რეალურად აფასებენ? შემოგვიერთდი თიბისიში პირდაპირი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე და დაეხმარე ადამიანებს ციფრული სერვისების მარტივად, სწრაფად და კომფორტულად გამოყენებაში. გახდი 33-წლიანი ისტორიის მქონე ლიდერი კომპანიის გუნდის წევრი!
რას გააკეთებ ყოველდღიურად?
- არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს პროაქტიულად შესთავაზებ სწორ, მათზე მორგებულ გადაწყვეტილებებს
- გაუწევ კონსულტაციას საბანკო პროდუქტებსა და ტრანზაქციებზე, ციფრულ არხებში
- დაეხმარები მომხმარებლებს რეგისტრაციაში და პირველ ოპერაციებში — პროცესს მაქსიმალურად გაუმარტივებ
- დააკვირდები მომხმარებლის გამოცდილებას და შენს უკუკავშირს გაუზიარებ თიბისის გუნდებს, რათა ციფრული სერვისები კიდევ უფრო უკეთესი გახდეს
რას გთავაზობთ თიბისი?
ფინანსურ სარგებელს
- ფიქსირებული ხელფასი + დამატებითი ყოველთვიური ბონუსი
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი
განვითარებას და კარიერულ ზრდას
- 2-კვირიანი ანაზღაურებადი ტრენინგი (პიროვნული უნარები + საბანკო პროდუქტები)
- წვდომა მრავალფეროვან შიდა და გარე ტრენინგებზე
- საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მომსახურების პრაქტიკული გამოცდილება
დამატებით ბენეფიტებს
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- სპეციალური შეთავაზებები თიბისელებისთვის
- ბრენდ მაღაზია
- ფონდი „თიბისელები“ და სხვა მრავალი ექსკლუზიური ბენეფიტი
კვალიფიკაცია
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და დახმარება
- ხარ აქტიური და განვითარებაზე ორიენტირებული
- გინდა დაიწყო ან განავითარო კარიერა საფინანსო სექტორში
- გაინტერესებს ციფრული ტექნოლოგიები და თანამედროვე სერვისები
ლოკაცია: სავაჭრო ცენტრები და სხვა ხალხმრავალი სივრცეები